თავში

სკოლაში გაშლილი თმით ყოფნა იკრძალება - სამინისტრომ რეკომენდაციები დაამტკიცა

სკოლაში გაშლილი თმით ყოფნა იკრძალება - სამინისტრომ რეკომენდაციები დაამტკიცა
სკოლაში გაშლილი თმით ყოფნა იკრძალება - სამინისტრომ რეკომენდაციები დაამტკიცა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალი რეკომენდაციები დაამტკიცა. სამინისტროს რეკომენდაციების თანახმად, სწავლების პერიოდში მოსწავლეებმა უნდა უზრუნველყონ თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება, არ გამოიყენონ სხვისი ნივთები და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართონ ექიმს.

ასევე, მოსწავლეები ვალდებულები არიან, დაიცვან ჰიგიენის წესები და გაითვალისწინონ სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები. ამასთანავე, დაიმუშავონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა.

ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოსწავლეებს, რომ დაიბანონ ხელები წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას, დახველებისა და დაცემინების დროს კი მიიფარონ სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი, მოერიდნენ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას. 

სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system