თავში

სკოლები უნდა დაიკეტოს ბოლოს და გაიხსნას პირველი - გამყრელიძე

სკოლები უნდა დაიკეტოს ბოლოს და გაიხსნას პირველი - გამყრელიძე
სკოლები უნდა დაიკეტოს ბოლოს და გაიხსნას პირველი - გამყრელიძე

საბედნიეროდ, ერთი თვეა, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის პროცესი სტაბილიზაციისკენ მიდის, ამიტომ, იანვრის ბოლო დღეებს დაველოდოთ და შემდეგ ეპიდვითარების მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება, - ამის შესახებ, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძე სწავლის პროცესის განახლების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ყველაფერი გაკეთდება ქვეყანაში სწავლის პროცესის დროულად აღსადგენად.

"მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. საბედნიეროდ, ერთი თვეა, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის პროცესი სტაბილიზაციისკენ მიდის. ყოველდღიურად სხვადასხვა ინდიკატორი, როგორიცაა დადებითობის მაჩვენებელი, ბოლო ერთი კვირის ინციდენტობა, აჩვენებს, რომ ყველაფერი მიდის დამშვიდებისკენ. ამიტომ, იანვრის ბოლო დღეებს დაველოდოთ და შემდეგ ეპიდვითარების მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, პამდემიამ ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. მათ შორის, ძირეული ცვლილებები შეიტანა განათლების სისტემაში და მეთოდოლოგიაში. სწავლის პროცესი მიმდინარეობს, ეგრეთ წოდებული, დასწრებული სწავლა არ მიმდინარეობს რამდენიმე დიდ ქალაქში. ზოგადად, დათქმა არსებობს, რომ სკოლები და სასწავლებელები უნდა დაიკეტოს ბოლოს და უნდა გაიხსნას პირველი. ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხედვა. ამიტომ, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ შესაბამისი რეგულაციებით სწავლა ქვეყანაში აღდგეს, მაგრამ ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system