თავში

სკოლების გახსნას განვიხილავთ - მინისტრი

სკოლების გახსნას განვიხილავთ - მინისტრი
სკოლების გახსნას განვიხილავთ - მინისტრი

ჩვენ პირველ რიგში განვიხილავთ სავაჭრო სექტორს, როგორც გახსნის ობიექტს, რადგან ჩვენ მათგან დავინახეთ სწორი და კარგი თანამშრომლობა სწორედ საახალწლო პერიოდში. შემდეგ სექტორად განიხილება განათლების სექტორი, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების უშუალო დასწრება სკოლებში. არ მინდა გავასწრო მოვლენებს და შევქმნა ცრუ მოლოდინები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „დღის ქრონიკსი“ ეთერში ისაუბრა.

„განათლების სფეროში განვიხილავთ სხვადასხვა მოდელს, ეს იქნება ან ჰიბრიდული მოდელი, ან შეიძლება უბრალოდ დავყოთ შედარებით მაღალ და დაბალი რისკის მატარებელ კლასებად. ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად ჩართული, რომ სკოლებმა მოახერხონ ბავშვებისა და პედაგოგების დაცვა. ეს არის ის ორი ძირითადი სფერო, რომელზეც ახლა მიდის საუბარი. ჩვენ რეგიონები გვაქვს დაყოფილი წითელ, ყვითელ და მწვანე ზონებად, შესაბამისად გახსნებიც იქნება ეტაპობრივი“, - განაცხადა ტიკარაძემ. 

28 ნოემბრიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლებსა და უნივერსიტეტებში სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. გამონაკლისი მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლების სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკულ ნაწილს შეეხო.

18 იანვარს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2020-21 სასწავლო წლის მეორე სემესტრი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყო ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გააგრძელეს.

დანარჩენ ქალაქებში, მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდა. განათლების სამინისტროს ცნობით, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება "პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system