თავში

სკოლებში კორონავირუსის შიდა გავრცელების შემთხვევები არ ფიქსირდება

სკოლებში კორონავირუსის შიდა გავრცელების შემთხვევები არ ფიქსირდება
სკოლებში კორონავირუსის შიდა გავრცელების შემთხვევები არ ფიქსირდება

სკოლებში კორონავირუსის შიდა გავრცელების შემთხვევები არ ფიქსირდება. ამის შესახებ საქართველოს განათლებისა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. 

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჰიგიენური წესების ზედმიწევნით დაცვასთან დაკავშირებით კონტროლი უფრო მეტად გამკაცრდება.

სახელმწიფოს დაფინანსებით, ინტენსიურად მიმდინარეობს საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და ადმინისტრაციის თანამშრომელთა სისტემური ტესტირება, რაც კოვიდის პრევენციის კარგი საშუალებაა.

"ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0,03%-ს დაუდასტურდა. აღსანიშნავია, რომ სკოლებში შიდა გავრცელების შემთხვევები არ ფიქსირდება", - ამბობენ სამინისტროში. 

ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 37 სკოლა და 117 ცალკეული კლასი იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system