თავში

სკოლებში მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის ტესტირება მიმდინარეობს

სკოლებში მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონ
სკოლებში მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის ტესტირება მიმდინარეობს

საჯარო სკოლებში სწავლის განახლებამდე მასწავლებლებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს ტესტირება უტარდება.

ტესტირების პროცესი სხვა სკოლებთან ერთად ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა. სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, სასწავლო დაწესებულება სრულ მზადყოფნაში ხვდება სწავლის განახლებას.

"სკოლა სრულად არის აღჭურვილი სადეზინფექციო ხსნარებითა და ყველა საჭირო ინვენტარით. მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს 15 მარტიდან უსაფრთხო სასწავლო გარემო დახვდება", - აცხადებენ კომაროვის სკოლაში.

საქართველოს მასშტაბით მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემატური ტესტირება ორ კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე ტარდება.

პროცესს სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system