თავში

სკოლებში შესაძლოა დამატებითი არდადეგები დაწესდეს

სკოლებში შესაძლოა დამატებითი არდადეგები დაწესდეს

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრს, სასწავლო წლის ნებისმიერ დროს წინასწარ განსაზღვრული არდადეგებისგან განსხვავებული არდადეგების დანიშვნა შეუძლია.

„საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულებისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილებებია.

როგორც ირკვევა, განათლების მინისტრს უფლება ექნება, დამატებით არდადეგები დააწესოს. ანუ მინისტრს ენიჭება უფლებამოსილება, სასწავლო წლის ნებისმიერ დროს დანიშნოს წინასწარ განსაზღვრული არდადეგების გარდა, დამატებითი დასვენების დღეები.

„საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულებისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებაში (სსმ III, №114, 09/09/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების 51 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 პუნქტი:

„52) სასწავლო წლის ნებისმიერ დროს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შეიძლება განისაზღვროს ამ ბრძანების მე-4, მე-5 და 51 პუნქტებით განსაზღვრული არდადეგებისგან განსხვავებული არდადეგები", - აღნიშნულია ბრძანებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system