თავში

სკოლის სივრცეში პირბადის ტარება მოსწავლეებისთვის სავალდებულო არ იქნება

სკოლის სივრცეში პირბადის ტარება მოსწავლეებისთვის სავალდებულო არ იქნება
სკოლის სივრცეში პირბადის ტარება მოსწავლეებისთვის სავალდებულო არ იქნება

სკოლის სივრცეში პირბადის ტარებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროში მომავალ კვირას იმსჯელებენ. ამის შესახებ მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის მიღებული დადგენილებით, მოსწავლეებს რეგულაციები პირბადის ტარებას არ ავალდებულებს. 

"როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობას ვეხებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც მასწავლებლის, ადმინისტრაციის, ტექნიკური პერსონალის მდგომარეობა, ეს სასწავლო პროცესთან კავშირშია. თუ ფაქტებით დადასტურდა, რომ მასწავლებელი რისკჯგუფშია, რა თქმა უნდა, სკოლამ ამ მიმართულებითაც გარკვეული რეგულაცია უნდა გაატაროს, ან არსებითი საგანი სხვა მასწავლებლით ჩაანაცვლოს. მნიშვნელოვანია, მასწავლებლის უფლებაც არ დაირღვეს და ამ შემთხვევაში შესაძლებელია, კონკრეტული საგნის სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდეს“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system