თავში

გურამიშვილის გამზირზე სკვერი მოეწყობა

​გურამიშვილის გამზირზე სკვერი მოეწყობა
გურამიშვილის გამზირზე სკვერი მოეწყობა

ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N39ა-ს მიმდებარედ 3 400 კვ.მ ფართობზე დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო სარწყავი სისტემა და ბორდიური. ამ ეტაპზე, ტერიტორიის ფილებით მოპირკეთება მიმდინარეობს. ასევე, შესრულდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა საპარკე ინფრასტრუქტურა და კაუჩუკის მოედანი, სადაც დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად გაეცნო. გამგებელი და დეპუტატი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და პროექტის დეტალები გააცნეს.

„ამ მისამართზე არსებული საპარკე ინფრასტრუქტურა ძალიან დაზიანებული იყო. სკვერის გარშემო რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსია და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ახალი რეკრეაციული ზონის მოწყობა. გვერდით ასევე გამგეობის მიერ მოწყობილია სპორტული მოედანი და საერთო ჯამში, ადგილობრივ მცხოვრებლებს კეთილმოწყობილი საზოგადოებრივი სივრცე ექნებათ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული სკვერის სრული რეაბილიტაცია ოქტომბერში დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 153 201 ლარს შეადგენს. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system