თავში

რატომ არ თვლის 9-15 შემთხვევას გამყრელიძე სახიფათოდ

რატომ არ თვლის 9-15 შემთხვევას გამყრელიძე სახიფათოდ
რატომ არ თვლის 9-15 შემთხვევას გამყრელიძე სახიფათოდ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა მოულოდნელი არ ყოფილა და ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

მისივე თქმით, ქვეყანაში ეკონომიკის გახსნასთან ერთად მობილობაც იზრდება და შემთხვევების ზრდა ბუნებრივია.

„ის, რაც ბოლო 4-5 დღის განმავლობაში ხდება, როდესაც ჩვენ გვაქვს 9, 11, 13, 14, 15 შემთხვევა ყოველდღიურად, ეს პრინციპში პროგნოზირებადი იყო, ეს არ არის მოულოდნელობა. პროგნოზირებადი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მოგეხსენებათ, ეკონომიკა იხსნება, მეტი მობილობაა და ეს ასე უნდა ყოფილიყო. მაგრამ, ეს არ არის არც პანიკის, არც რაღაც შეშფოთების საფუძველი, თუმცა სიფრთხილე აუცილებლად გვმართებს. ეს ყველაფერი მართვადია, ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კონტროლირებადია და ამ ტიპის სვლით ჩვენ არაფერი პრობლემა არ შეგვექმნება. ჯანდაცვის სისტემა მართავს ამ ინფიცირებულებს. ერთი ასეთი დინამიკა შეიმჩნევა – დღეს საღამოს ან ხვალ ალბათ გამოქვეყნდება ჩვენი მეორე მიმოხილვა და იქ ნახავთ, რომ შედარებით იმატებს ე.წ მსუბუქ შემთხვევათა რიცხვი, საშუალო და მძიმე შემთხვევებთან მიმართებაში. ეს ახალი დადასტურებული შემთხვევებიც, შემიძლია გითხრათ, რომ კლინიკურად შედარებით უფრო დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რეგისტრირებული რაოდენობა 879-ს შეადგენს. ერთით გაიზარდა განკურნებულთა რაოდენობა და 704 გახდა. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანია გარდაცვლილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system