თავში

დადიანზე ავარიისას დაღუპული ქალი ,,ინტერპრესნიუსის" თანამშრომელია

დადიანზე ავარიისას დაღუპული ქალი ,,ინტერპრესნიუსის" თანამშრომელია
დადიანზე ავარიისას დაღუპული ქალი ,,ინტერპრესნიუსის თანამშრომელია

თბილისში, დადიანის გამზირზე მომხდარი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდა ქალი საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელია. შორენა ყასუმაშვილი სააგენტოში სტილისტ-კორექტორის პოზიციაზე მუშაობდა. ავარიის დროს დაიღუპა მისი მეუღლეც.

report.ge მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულების ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, დადიანის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, გუშინ მოხდა. ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა. ავარიისას დაშავდა კიდევ სამი ადამიანი.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის, მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system