თავში

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ჰუმანიტარული ურთიერთობა გაფართოვდება

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ჰუმანიტარული ურთიერთობა გაფართოვდება
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ჰუმანიტარული ურთიერთობა გაფართოვდება

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ჰუმანიტარული მიმართულებით ორმხრივი ურთიერთობა გაფართოვდება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკანიანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა. 

მისი თქმით, წინა წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ინიციატივით, კახის რაიონში ქართული სკოლა აშენდა. ამასთან, სკოლაში ამჟამად 160 მოსწავლე ირიცხება, თუმცა ის 250 მოსწავლეზეა გათვლილი.

"ჩვენ მადლიერი ვართ ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგების იმ მხარდაჭერისთვის, რაც აქვთ კახის რაიონში ჩვენი სკოლების და თეატრის რეაბილიტაციის კუთხით, სადაც იყო აზერბაიჯანის უმაღლესი ხელისუფლების და ბატონი პრეზიდენტის პირადი მხარდაჭერა. მინდა, ამისთვის მას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით კი, წინა წელს ორ ქვეყანას შორის ჰუმანიტარული სფეროს მიმართულებით სამოქმედო გეგმა შემუშავდა, თუმცა პანდემიის გამო ის დროებით გადაიდო. 

"იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში ჩვენი ურთიერთობის შედეგს დავინახავთ", - განაცხადა ბაირამოვმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system