თავში

SOCAR Georgia Gas -მა ილმაზლოში გაზის გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დაიწყო

SOCAR Georgia Gas -მა ილმაზლოში გაზის გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დაიწყო
SOCAR Georgia Gas -მა ილმაზლოში გაზის გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დაიწყო

ქვემო ქართლის რეგიონში, სოფელ ილმაზლოში SOCAR Georgia Gas -მა დაიწყო გაზის გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა, რომლის სიგრძე 13 145 მეტრია და მოიცავს რამდენიმე ახლომდებარე დასახლებას.

საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს SOCAR-ის პრეზიდენტმა, როვნაგ აბდულაევმა, აზერბაიჯანის ელჩმა ფაიგ გულიევმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა, მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.

აღნიშნული პროექტი გაზრდის პოტენციური აბონენტების რაოდენობას 227-ით. საერთო ჯამში, 2020 წელს, SOCAR Georgia Gas-ი  გეგმავს დასრულდეს გაზის განაწილების ქსელების მშენებლობა 15 დასახლებაში (13 ქვემო ქართლში და 2 მცხეთა-მთიანეთში), რომელთა საერთო სიგრძეა 129 კმ იქნება. ამ სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, პოტენციური აბონენტების რაოდენობა 2483-ით გაიზრდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system