თავში

SOCAR-ი ყიზილ-აჯლოში სპორტულ კომპლექსს ააშენებს

SOCAR-ი ყიზილ-აჯლოში სპორტულ კომპლექსს ააშენებს
SOCAR-ი ყიზილ-აჯლოში სპორტულ კომპლექსს ააშენებს

მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილ-აჯლოში საფუძველი ჩაეყარა სპორტულ კომპლექსს. სპორტულ კომპლექსს აშენებს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს კომპანია "სოკარ ენერჯი ჯორჯია".

საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღესSOCAR-ის პრეზიდენტმა, როვნაგ აბდულაევმა, აზერბაიჯანის ელჩმა ფაიგ გულიევმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა, მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატმა,  ზაურ დარგალმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.

სოფელ ყიზილ-აჯლოში მდებარე სპორტულ კომპლექსში შედის დახურული მრავალფუნქციური სპორტული მოედანი  სპორტის სხვადასხვა მიმართულებისთვის, როგორიცაა: კალათბურთი, მინიფეხბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი და  ჭიდაობის ყველა სახეობისთვის, ასევე, სპორტულ დარბაზში განთავსდება მაყურებლებისთვის განკუთვნილი ტრიბუნები, პირველ სართულზე განთავსდება სანიტარული კაბინეტი, გასახდელები და საშხაპეები, ასევე ინვენტარიზაციის ოთახები, მეორე სართულზე განთავსებული იქნება ადმინისტრაციისთვის ოფისები და სასაწყობე სათავსოები. შენობის საერთო ფართი 1157 კვ.მ იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system