თავში

სოფელ ბუკნარში ლოცვა არ შეწყდება - ქობულეთისა და გურიის მუფთი

სოფელ ბუკნარში ლოცვა არ შეწყდება - ქობულეთისა და გურიის მუფთი
სოფელ ბუკნარში ლოცვა არ შეწყდება - ქობულეთისა და გურიის მუფთი

ბუკნარში, მუსლიმთა სამლოცველოსთან ქობულეთისა და გურიის მუფთი ასლან ბერიძე მივიდა. 

„ჩვენი ხალხი არ ითხოვს ფუნდამენტური შენობის აშენებას. როცა მივაღწევთ შეთანხმებას, ალბათ გამოიყოფა შესაბამისი ადგილი. ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ ლოცვა არ შეწყდება. ლოცვა გაგრძელდება, ის არავის უშლის. აქ ცუდი არაფერი ხდება. მოდის კაცი, 10-15 წუთი ლოცულობს, არავის არაფერს უშლის“, – განაცხადა ქობულეთისა და გურიის მუფტმა, ასლან ბერიძემ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში გუშინ დაპირისპირება მოხდა. სოფლის მოსახლეობის ნაწილს, რომელიც მუსლიმურ თემს წარმოადგენს, სოფელში სალოცავის მოწყობა სურს, რასაც სოფლის ქრისტიანი მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება. აზრთა სხვადასხვაობა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ბუკნარში დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.

ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავას განცხადებით, ხელისუფლება და სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რათა სოფელ ბუკნარში კონფლიქტი ექსცესების გარეშე მოგვარდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system