თავში

სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი გაიხსნება

სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი გაიხსნება
სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი გაიხსნება

ხვალ, 19 ოქტომბერს, გუდამაყრის სოფელ ჩოხში, ცნობილი ქართველი მწერლის, პოეტის, სცენარისტისა და კინორეჟისორის, გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი გაიხსნება.

გახსნის ცერემონიას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები და გოდერძი ჩოხელის ოჯახის წევრები დაესწრებიან.

გოდერძი ჩოხელის მშობლიურ სოფელში სახლ-მუზეუმისთვის ორსართულიანი შენობა აშენდა, სადაც მწერლის პირადი კაბინეტი, ორი საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა და ადმინისტრაციული სივრცეა განთავსებული, მუზეუმის ეზოში მწერლის სახელობის წყარო, ღია სცენა და სველი წერტილები მოეწყო.

გოდერძი ჩოხელი სოფელ ჩოხში 1954 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა. სოფელ ჩოხის სკოლაში 8 წელი ისწავლა, შემდეგ კი ფასანაურის სკოლაში გადავიდა. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, მოგვიანებით კი კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლობდა. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: „ბინდისფერი ხეობა“, „თევზის წერილები“, „შემინახე, დედაო მიწავ!“, „სულეთის კიდობანი“, „არჩევნები სასაფლაოზე“ და რომანები: „მგელი“, „მღდვლის ცოდვა“, „ადამიანთა სევდა“ და „სულეთის კიდობანი“. გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს თექვსმეტი მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმი.

გოდერძი ჩოხელი 2007 წელს გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system