თავში

სოფელ გუმათში "ქართული მარშის" წევრები მივიდნენ

სოფელ გუმათში "ქართული მარშის" წევრები მივიდნენ
სოფელ გუმათში ქართული მარშის წევრები მივიდნენ

სოფელ გუმათში, სადაც "რიონის ხეობის მცველები" მშვიდობიან საპროტესტო აქციას მართავენ "ქართული მარშის" წევრები მივიდნენ.

როგორც "ქართული მარშის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, აქციაზე არა როგორც პოლიტიკური პარტია, არამდე როგორც ქართველები მივიდნენ, რომელთათვის უპირველესი სიტყვა არის, "ვემსახურები საქართველოს" და "ვემსახურები ჩემს ერს". 

"მინდა, დიდი პატივისცემა და თანადგომა გამოვხატო იმ ქართველების მიმართ, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა, ამ გაუსაძლის პირობებში ხეობას იცავენ მიტაცებებისგან. ჩვენ აქ ჩამოვედით არა როგორც პოლიტიკური პარტია, რომელსაც უნდა ხალხის წინაშე კეკლუცობა, არამედ როგორც ქართველები, რომელთათვის უპირველესი და მთავარი სიტყვაა "ვემსახურები საქართველოს"და "ვემსახურები ჩემს ერს". დღეს აქ დგას ერი, ჩვენ არც მორალური და არც ადამიანური უფლება არ გვაქვს, არ ვიყოთ აქ და არ შევუერთდეთ, მით უმეტეს, როცა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს დაუწყო ხელკეტების ენით ლაპარაკი. აქ არ არის პოლიტიკური ამბიციების გამო შეკრებილი ხალხი. როდესაც საკუთარ ხალხს და მის მოთხოვნას ეწინააღმდეგება ხელისუფლება, ვურჩევდი მათ, რომ ნებისმიერი ქვეყნის ისტორიის წიგნი წაიკითხონ, სადაც არც ერთ ხელისუფლებას არ გაუმარჯვია, რომელსაც ბრძოლა დაუწყია საკუთარ მოსახლეობასთან. ეს ყველაფერი ემსგავსება იმას, რომ საკუთარ ერს ებრძვის ხელისუფლება, თავის ძალაუფლების წყაროს. ასე გააგრძელებს და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მეტად მარგინალური გახდება", – აღნიშნა შიხიაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system