თავში

სოფელ ქოთოქლოში, 120 წლის განმავლობაში პირველად, მართლმადიდებლური ლოცვა აღევლინა

სოფელ ქოთოქლოში, მართლმადიდებლური ლოცვა აღევლინა
სოფელ ქოთოქლოში, 120 წლის განმავლობაში პირველად, მართლმადიდებლური ლოცვა აღევლინა

პირველად, ბოლო 120 წლის განმავლობაში, კახის რაიონის სოფელ ქოთოქლოში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა. საღვთო ლიტურგია ახლადამოქმედებულ წმინდა სამების ეკლესიაში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე, აღნიშნული ტაძარი უმოქმედო იყო. ადგილობრივი ქართველი, მართლმადიდებელი მოსახლეობა მოითხოვდა რეგულარული წირვა-ლოცვის განახლებას, რასაც მხარი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაუჭირა“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საზეიმო წირვა ჰერეთისა და ხორნაბუჯის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ აღავლინა. დღეს ქოთოქლოში იმყოფებოდნენ საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე და სხვა ოფიციალური პირები. წმინდა სამების ეკლესიის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდა კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი მუსა შექელიევი.

საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ელჩმა ადგილობრივ ქართველ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system