თავში

სოფელ მუშევანში ეპიდემიოლოგები მუშაობენ

სოფელ მუშევანში ეპიდემიოლოგები მუშაობენ
სოფელ მუშევანში ეპიდემიოლოგები მუშაობენ

ბოლნისის სოფელ მუშევანში კორონავირუსით დაინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს. ეპიდემიოლოგები და მედიკოსთა ჯგუფები სოფელ მუშევანში რამდენიმე საათია მუშაობენ. დადასტურებული კონტაქტებიდან ბიოლოგიურ ნიმუშებს ხვალ აიღებენ.

ეპიდემიოლოგების გარდა, სოფელ მუშევანში ასევე იმყოფებოდნენ ქალაქ ბოლნისის მერი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

ბოლნისის მერის განცხადებით, მედიკოსებს დღეს რაიმე შეფერხება არ ჰქონიათ.

„ვიყავით სოფელში მედიკოსებთან ერთად. შესვლის მიზანი იყო, რომ მოგვემზადებინა, მოსახლეობისთვის უფრო მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით, რომ უნდა შევიდნენ მედიკოსთა ჯგუფები და მოხდება ბიოლოგიური ნიმუშების აღება. სავარაუდოდ, ხვალისთვის გვეცოდინება, თუ რამდენი ჯგუფი დაემატება ლუგარის კვლევითი ცენტრიდან ჩვენს მედიკოსებს, რომლებიც ახლა კონტაქტების დადგენაზე მუშაობენ.

მოსახლეობის ნაწილს შევხვდით დღესაც და საინფორმაციო კამპანია გავაგრძელეთ. ვფიქრობ, რომ თითოეული მათგანისთვის მკაფიოდ არის გაცნობიერებული, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სოფელში მედიკოსების მუშაობას. არანაირი შეფერხება არ ჰქონიათ, უკვე ორი საათია, გაშლილები არიან და ახლო კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ“, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 589 პირი.

მათ შორის გამოჯანმრთელებულია 221 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში 5260 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 553.

ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილია 9 ადამიანი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა სამს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system