თავში

სოფელ ონჭევის მიმდებარედ ხანძარი უკვე ლოკალიზებულია

სოფელ ონჭევის მიმდებარედ ხანძარი უკვე ლოკალიზებულია
სოფელ ონჭევის მიმდებარედ ხანძარი უკვე ლოკალიზებულია

სოფელ ონჭევის მიმდებარედ ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ონის მერიის ცნობიტ, ხანძარი კონტროლს ექვემდებარება და ის დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახური ონის მუნიციპალიტეტში უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ხანძრის ქრობას.

სოფელ ონჭევის მიმდებარედ ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. სოფელი წოლას მიმდებარედ ჯერ კიდევ იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. ამ დროისათვის ადგილზეა მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა შესაბამისი ინდივიდუალური სახანძრო სპეც-აღჭურვილობით. ამ დროისთვის აღნიშნულ კერაზე ხანძარი კონტროლს ექვემდებარება",- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით მეხანძრე-მაშველები 48 საათია სტიქიას ებრძვიან. დაფიქსირდა 243 ხანძრის კერა, რომელთაგან 232 უკვე ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბოლო ინფორმაციით, დარჩენილია 11 კერა, სადაც გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system