თავში

სოფელ ზეღდულეთში მოსახლეობამ პოლიციის კორდონი გაარღვია და გზის გადაკეტვა სცადა

სოფელ ზეღდულეთში მოსახლეობამ პოლიციის კორდონი გაარღვია და გზის გადაკეტვა სცადა
სოფელ ზეღდულეთში მოსახლეობამ პოლიციის კორდონი გაარღვია და გზის გადაკეტვა სცადა

გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობამ ცოტა ხნის წინ გზის გადაკეტვა სცადა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. 400-მე ადამიანმა პოლიციის კორდონი გაარღვია, სამართალდამცავებმა ინციდენტის დროს ერთი პირიც დააკავეს, თუმცა ის ამ დროისთვის გათავისუფლებულია.

ადგილობრივების მოთხოვნაა 100 ჰექტარი მიწის ფართობი სოფელს დაუბრუნდეს, რომელიც რამდენიმე პირზე გასხვისდა. 

მათი თქმით, მიწის მფლობელმა ფართობის დამუშავება გადაწყვიტა, ადგილობრივები კი საძოვრების გარეშე რჩებიან.

ადგილზე ცოტა ხნის წინ მერის მოადგილე მივიდა და მოსახლეობას სთხოვა გზა არ გადაკეტოს

ადგილობრივების მტკიცებით, წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნების" წევრები მათ ეუბნებოდნენ, რომ თუ მხარს დაუჭერდნენ, მიწა სოფელს დაუბრუნდებოდა, თუმა მათი თქმით, პირობა არ შესრულდა. 

მას შემდეგ, რაც მოსახლეობა დაიშალა, ადგილზე გორის მერი ჩავიდა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მიწის გასხვისებაში წინა ხელისუფლება დაადანაშაულა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ წინასაარჩევნოდ არავის დაპირებია მიწების დაბრუნებას და სანამ ასეთ ინფორმაციას გაავრცელებენ, სჯობს გადაამოწმონ.

"წინასაარჩევნოდ ამ კონკრეტულ მიწებზე საუბარი არ ყოფილა და ეს პრობლემა არ იყო მაშინ დაყენებული. ეს მიწები გაყიდულია 2008 წელში, მიუხედავად ამისა, ჩვენ მედიაციას ვაგრძელებთ მესაკუთრესთან, მფლობელთან. ჩვენთვის მთავარია, რომ იყოს დაცული როგორც მესაკუთრის ინტერესი, ასევე, მოსახლეობის ინტერესი",- თქვა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

ადგილობრივებმა მთავრობას პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმედღიანი ვადა მისცეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system