თავში

სოფელ ზეღდულეთში საპროტესტო აქცია გაიმართა

სოფელ ზეღდულეთში საპროტესტო აქცია გაიმართა
სოფელ ზეღდულეთში საპროტესტო აქცია გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივები მიწის ფართობის გასხვისებას აპროტესტებენ. მოსახლეობა საძოვრების სოფლისთვის დაბრუნებას ითხოვს. 

ადგილობრივთა თქმით, სოფელს სხვა საძოვარი არ აქვს და ამ ფართობის დამუშავების საშუალებას არავის მისცემენ.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ვითარებაში გარკვევისთვის ათდღიანი ვადა ითხოვა, რომელიც დღეს ამოიწურა.

აქციის მონაწილეებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი შეხვდა. კობა ბერიანიძე აცხადებს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

სოფელში აქცია ათი დღის წინაც გაიმართა. აქციის მონაწილეები მაგისტრალის გადაკეტვას აპირებდნენ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც ხმაური მოჰყვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system