თავში

სოფელ გუმათში ხმაურია

სოფელ გუმათში ხმაურია
სოფელ გუმათში ხმაურია

სოფელ გუმათში, სადაც პოლიციას უსაფრთხოების ბარიკადები აქვს აღმართული  „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები რკინის ჯებირებს ხელებს ურტყამენ. 

ვარლამ გოლეთიანი სამართალდამცველებს მოუწოდებს, რომ აქციის მონაწილეებს ბარიკადების მიღმა გადასვლის და ნამახვანიკსენ გზის გაგრძელების საშუალება მისცეს.

„მოვუწოდებთ პოლიციას, რომ მშვიდობიან ადამიანებს მოგვცენ საშუალება იმ გზაზე წავიდეთ, რომელზეც მთელი ცხოვრება დავდიოდით...

რთულ და უპრეცენდენტო მდგომარეობაში აღმოვჩნდით თითოეული ჩვენთაგანი. რაც აქ ხდება დამეთანხმებით, რომ ხშირად არ არის ამ ქვეყანაში. არც ვისურვოთ,რომ ასეთი რამ განმეორდეს. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ - რა დაპირისპირებაც ახლა არსებობს საზოგადოებაში ამ პროცესების ირგვლივ, გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა რიგი საკითხების გამო, ჩვენ უნდა ვეცადოთ ახლა, რომ დავალაგოთ ეს საკითხები და შევძლოთ, გაერთიანებული ძალებით ისე, როგორც ვახერხებდით აქამდე, ჩვენი ერთობით მივიყვანოთ ეს ბრძოლა ბოლომდე“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ვარლამ გოლეთიანმა თანამებრძოლებსაც მიმართა და მოუწოდა, ძალადობის გარეშე ყოველ საღამოს მივიდნენ ბარიკადებთან და ხმაურით გამოხატონ პროტესტი.

"სამსახურად და ტრადიციად უნდა ვაქციოთ აქ სიარული" - მიმართა მან რიონის ხეობის მცველებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system