თავში

სოფელი გეტა იზოლაციაში მოექცევა

სოფელი გეტა იზოლაციაში მოექცევა
სოფელი გეტა იზოლაციაში მოექცევა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა, სადაც დღეს კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იზოლაციაში ექცევა. დილის 06:00 საათიდან სოფელში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდება. 

 სოფელ გეტაში ამ დროისთვის 13 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

„მუნიციპალიტეტის 40 დასახლებულ პუნქტში ინფექცია საერთოდ არ დაფიქსირებულა რის საფუძველზეც, უახლოეს პერიოდში, შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით, რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მქონე სოფლების გარდა, მოიხსნას მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები“, – აღნიშნულია მაჟორიტარული ბიუროს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ  დღეს კოვიდინფექციის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადასტურებული შემთხვევებიდან შვიდი არის სოფელ მუშევანთან დაკავშირებული პირი, ხოლო რვა სოფელ გეტას კლასტერიდანაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system