თავში

სოფელი მარადისი თვითიზოლაციაშია

სოფელი მარადისი თვითიზოლაციაშია
სოფელი მარადისი თვითიზოლაციაშია

მარნეულში დღეს გამოვლენილი კორონავირუსის დამატებით სამი შემთხვევის გამო, სოფელი მარადისი თვითიზოლაციაშია.

მარნეულის მერის მოადგილის, ლაშა ლობჯანიძის განცხადებით, 10 აპრილს კორონავირუსი სოფელ მარადისის მკვიდრს დაუდასტურდა, ხოლო, ბოლო სამი დღის განმავლობაში, ტესტზე  დადებითი პასუხი დაინფიცირებული ქალბატონის ოჯახის კიდევ 5 წევრს დაუდგინდა. როგორც მან report.ge-ს განუცხადა, ამ დროისათვის, სოფლის მოსახლეობის მონიტორინგი და ყოველდღიური თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.

„სოფელი მარადისში, სულ 40 ოჯახამდე ცხოვრობს, ისინი ყველანი თვითიზოლაციაში არიან, სოფელ მარადისიდან ერთ-ერთ ქალბატონს დაუდასტურდა კორონავირუსი, გუშინ დაუდასტურდა მისი ოჯახის ორ წევრს, ხოლო დღეს კიდევ სამ წევრს. მარადისში ტესტი უკვე ჩაუტარდათ დაინფიცირებულთა ახლო კონტაქტებს“,- განაცხადა მარნეულის მერის მოადგილემ, ლაშა ლობჯანიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system