თავში

"სოკარი" ექიმებსა და პოლიციელებს უფასო ყავით გაუმასპინძლდება

"სოკარი" ექიმებსა და პოლიციელებს უფასო ყავით გაუმასპინძლდება
სოკარი ექიმებსა და პოლიციელებს უფასო ყავით გაუმასპინძლდება

კომპანია "სოკარი" სასწრაფო დახმარების ექიმებსა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებს "ვეი მარტის" მარკეტების ქსელში უფასო ყავით გაუმასპინძლდება. ამის შესახებ კომპანიის Facebook გვერდზეა გამოქვეყნებული. 

“დღეს, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა ვცდილობთ მცირე წვლილის შეტანას. სახლში დარჩენით, საერთო საქმეში მცირე წვლილი ჩვენც შეგვაქვს.  თუმცა სახლში ყოფნის ფუფუნება ყველას არ აქვს. ვფიქრობთ, ურიგო არ იქნება, მათ მიმართ მადლიერება თუნდაც მცირედით გამოვხატოთ”,- აღნიშნულია “სოკარის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system