თავში

"სოკარმა" სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტები გადასცა

"სოკარმა" სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტები გადასცა
სოკარმა  სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტები გადასცა

“სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა, მაჰირ მამედოვმა  ქალაქ გორში, შიდა ქართლის გუბერნატორს, გიორგი ხოჯევანიშვილს რეგიონის მოსახლეობისთვის განკუთვნილი პროდუქტები გადასცა.

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმედ აისახა სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და იმ ადამიანებზე, ვინც ყოველდღიურ შემოსავალზე იყო დამოკიდებული. კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ მიიღო გადაწყვეტილება, ძირითადი საკვები პროდუქტებით დაეხმაროს იმ ოჯახებს, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობა განსაკუთრებით შეეხოთ.

საკვები პროდუქტებით სავსე ყუთები, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჯამში 1000 ოჯახს გადაეცემა. ბენეფიციარების სია ყველა რეგიონში ადგილობრივ მთავრობასთან შეთანხმდა. საერთო ღირებულება შესყიდული პროდუქტების 100 ათასს ლარს შეადგენს.

ეს არ არის პირველი ნაბიჯი, რომელიც „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ მოსახლეობის მხარდასაჭერად გადადგა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, კომპანიამ StopCov-ის ფონდში 200 000 ლარი გადარიცხა. გარდა ამისა, „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ ზრუნავს კომპანიაში დასაქმებულ თანამშრომლებზეც. მათი დიდი ნაწილი გადასულია დისტანციურ მუშაობაზე, კომპანიის ობიექტებზე კი დაცულია საქართველოს მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული უსაფრთხოების ყველა ნორმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system