თავში

სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა

სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა
სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა

27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეა. 

აფხაზეთში საომარი მოქმედებები 14 აგვისტოს დაიწყო. 1993 წლის 14 აგვისტოს დაპირისპირება დაიწყო სეპარატისტებსა და საქართველოს ძალებს შორის. 

საბრძოლო მოქმედებების მთელი პერიოდის განმავლობაში, სეპარატისტებს დახმარებას უწევდა რუსული სამხედრო ავიაცია, ინსტრუქტორები და სპეცრაზმის ცალკეული ქვედანაყოფები. სეპარატისტ მებრძოლთა რიგებში დიდი რაოდენობით იბრძოდნენ რუსეთის მოქალაქეები, დაქირავებულებისა და მოხალისეების სახით.

1993 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს ძალები იძულებულნი გახდნენ ქალაქი დაეტოვებინათ. სეპარატისტებმა და მათმა დამხმარე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შტურმით აიღეს აფხაზეთის მთავრობის შენობა და ტყვედ აიყვანეს მთავრობის წევრები. მათი ნაწილი, მათ შორის მთავრობის თავმჯდომარე ჟიული შარტავა დახვრიტეს.

ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 5 ათასი ქართველი ჯარისკაცი და 8 ათასი ქართველი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system