თავში

,,სოლიდარობა აფრიკის დასახლებას" -აქცია თბილისის მერიასთან

,,სოლიდარობა აფრიკის დასახლებას" -აქცია თბილისის მერიასთან
,,სოლიდარობა აფრიკის დასახლებას -აქცია თბილისის მერიასთან

თბილისის მერიასთან სოლიდარობის აქცია, სახელწოდებით - "სოლიდარობა აფრიკის დასახლებას, სახლი ყველას" მიმდინარეობს.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლაშა ჩხარტიშვილი აღნიშნავს, თბილისის მერია ამ ადამიანებს უნდა დაეხმაროს და აღნიშნული ტერიტორია დაუკანონოს. 

ამასთან, აქციის მონაწილეები, გუშინ, შენობების დემონტაჟის დროს, პოლიციის მიერ დაკავებული ერთ-ერთი მოქალაქის გათავისუფლებასაც ითხოვენ. 

,,თუკი სახელმწიფო შეიძლება 1 ლარად ჩუქნიდეს ივანიშვილს ქონებას, რატომ არ შეიძლება ამ ადამიანებს ჩუქნიდნენ სიმბოლურ ფასად? მითუმეტეს, როცა მათ სხვა საკუთრება არ აქვთ. ასევე, ვითხოვთ, ვისაც დაუნგრიეს, აღუდგინონ და დაკავებული გაათავისუფლონ. ასევე, ვინც ვერ მოახერხა და ვერ ააშენა ბინა, მათ დაუფინანსონ და საახალწლო კონცერტების ნაცვლად, ბიუჯეტიდან დამატებით 1000 ბინის მშენებლობა იყოს დაფინანსებული", - განაცხადა ჩხარტიშვილმა.  

ცნობისთვის, გუშინ, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო, რასაც მოსახლეობის მხრიდან დაპირისპირება მოჰყვა, შემთხვევის დროს რამდენიმე პირი დააკავეს.

მომხდარს თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა და ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკანონოდ მითვისებულ ტერიტორიაზე დემონტაჟს მხოლოდ მშენებარე ობიექტები დაექვემდებარა.

მისივე ინფორმაციით, შენობა-ნაგებობებს, სადაც ოჯახები ცხოვრობენ, არავინ შეხებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system