თავში

სოლიდარული ვარ საზოგადოების მიმართ - ალექსანდრე გოგინავა

სოლიდარული ვარ საზოგადოების მიმართ - ალექსანდრე გოგინავა
სოლიდარული ვარ საზოგადოების მიმართ - ალექსანდრე გოგინავა

სოლიდარული ვარ საზოგადოების მიმართ და ვთვლი, რომ შეზღუდვები უნდა შემსუბუქდეს, მაგრამ ეს შემსუბუქება უნდა იყოს გონივრული და გათვლილი, - ამის შესახებ Report.ge-ს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განუცხადა.

როგორც გოგინავა აღნიშნავს, შეზღუდვების მოხსნა და მობილობის გაზრდა რისკებთან არის დაკავშირებული, მაგრამ კონკრეტულად რომელი შეზღუდვის მოხსნის შემდეგ შეიძლება სიტუაცია გაუარესდეს, რთული სათქმელია. 

"მე სოლიდარული ვარ საზოგადოების მიმართ იმიტომ, რომ რეალურად მართლა დიდი პრობლემაა ეკონომიკური კუთხით ჩვენი ქვეყნისთვის ეს შეზღუდვები, ვთვლი, რომ შეძლებისდაგვარად უნდა შემსუბუქდეს, მაგრამ ეს შემსუბუქება უნდა იყოს გონივრული და უნდა იყოს გათვლილი, რომ არ მოხდეს ეპიდსიტუაციის გაუარესება. ამის ზუსტი, გაწერილი გეგმა არავინ იცის და იმის პროგნოზირება, რომელი შეზღუდვის მოხსნის შემდეგ შეიძლება სიტუაცია გაუარესდეს რთული სათქმელია. ამიტომ, ჩემი, როგორც მოქალაქის განცდაა, რომ შეზღუდვები უნდა შემსუბუქდეს, მაგრამ როგორც ექიმი, ვთვლი რომ ამ შეზღუდვების შემსუბუქება რისკებთან არის დაკავშირებული. 

პირველ რიგში, უნდა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სწავლამ გადაინაცვლოს სასწავლებლებში, არ იყოს ონლაინ სწავლება. ამ ეტაპისთვის ეს საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, მაგრამ ეს ყველაზე დიდი რისკების შემცველია. ამიტომ უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესაბამისად მოწესრიგება, რათა მგზავრება დაიცვან წესები და დისტანცია და წესები გაკონტროლდეს", - განუცხადა Report.ge-ს ალექსანდრე გოგინავამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system