თავში

,,სოლიდური თანხა ჩაურიცხა... ამ ამბის საიდუმლოდ შენახვის სანაცვლოდ" - უცნობი ისტორია ყანჩელზე

უცნობი ისტორია ყანჩელზე
,,სოლიდური თანხა ჩაურიცხა... ამ ამბის საიდუმლოდ შენახვის სანაცვლოდ - უცნობი ისტორია ყანჩელზე

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში კომპოზიტორ გია ყანჩელის გარდაცვალებას ეხმაურება.

"ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, გია ყანჩელი დაგირეკავსო, ვაახ, როგორი ბედნიერი ვიყავი. წინა დღით, ჩემი გადაცემა უნახავს მარტოხელა მამებზე. მათთან დაკავშირება მთხოვა და სოლიდური თანხა ჩაურიცხა სამ მამას, ამ ამბის საიდუმლოდ შენახვის სანაცვლოდ. შემდეგ კიდევ დამირეკა ერთ გოგოზე. უკვე ვიცოდით რომ ესეც ჩვენს შორის უნდა დარჩენილიყო. ალბათ მაპატიებს გენიოსი მისი საიდუმლო რომ გავთქვი.

გენიოსი რომ იყო ჩვენ კი არა მსოფლიომ იცის, მაგრამ სწორი მოქალაქე რომ იყო, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი.

მოვა დრო, ჩემს შვილიშვილებთან თავს მოვიწონებ რომ გია ყანჩელს ვიცნობდი" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system