თავში

ბორჯომის ხეობაში ერთ წელიწადში 282 730 ნერგი დაირგო

ბორჯომის ხეობაში ერთ წელიწადში 282 730 ნერგი დაირგო
ბორჯომის ხეობაში ერთ წელიწადში 282 730 ნერგი დაირგო

ბორჯომის ხეობაში ერთ წელიწადში 282 730 ნერგი დაირგო. 2008 – 2017 წლებში ხანძრის შედეგად ბორჯომის ხეობაში ტყის მასივი 943 ჰექტარზე განადგურდა. ჩატარებული ნიადაგური და გეოლოგიური კვლევების შედეგად, მომზადდა პროექტი, რომლის მთავარი მიზანი ბორჯომის ბუნებრივი ტყისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებაა. მრავალეტაპიანი პროექტი 234 ჰა ფართობზე ტყის აღდგენითი სამუშაოების გატარებას და ნარგავების მოვლა-პატრონობას გულისხმობს. პირველი ეტაპის ფარგლებში, 2018 წლის შემოდგომასა და 2019 წლის გაზაფხულზე 144 ჰა ფართობზე დაირგო 282 730 ნერგი. მეორე ეტაპი 2019 წლის შემოდგომის სეზონზე დაიწყება და დამატებით 73 000 ნერგის დარგვას გულისხმობს. მესამე ეტაპი, 2020 წელს, 105 ჰა ფართობზე ბუნებრივი ტყის საფარის აღდგენას მოიცავს.

ბორჯომის ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებში, გარდა ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევე-სპეციალისტებისა, აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system