თავში

SOS!!! დედა მოუკლეს, მიიღეთ ზომები! - ინგა გრიგოლია

SOS!!! დედა მოუკლეს, მიიღეთ ზომები! - ინგა გრიგოლია
SOS!!! დედა მოუკლეს, მიიღეთ ზომები! - ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ახლად დაბადებული დათვის ბელებისთვს დახმარებას ითხოვს. 

"SOS!!! გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი,

სასწრაფოდ, ორი პატარა დათვის ბელია გადასარჩენი!!! რომლებიც რაჭაში იპოვეს, როგორც ჩანს, დედა მოუკლეს(((((( თვალები ახალი ახელილი, სრულიად უმწეოები არიან. მპოვნელი გარემოს დაცვას დაუკავშირდა და ამცნო ამ ბელების შესახებ. მათაც აქტი გააფორმეს და ბელები დაუტოვეს, რადგან ვერსად წავიყვანოთო. ეს კაცი კი უმტკიცებდა რომ თბილისში არსებობს თავშესაფარიო, მაგრამ ესენი გონზე არ იყვნენ და გარემოს დაცვამ უარი განაცხადა ამ ბელების თბილისში, თავშესაფარში ჩამოყვანაზე რადგან გადაივსება თავშესაფარი და რაც გვყავს, იმას უნდა მივხედოთო... ამიტომ, როგორც მიყვებიან, გადაწყვეტილება მიიღეს, ეს ახალთვალებ ახელილი ბელები ხვალ წაიყვანონ და ტყეში დაყარონ.. მიიღეთ ზომები! გადაარჩინეთ პატარა ბელები!!! ამისთვის თქვენ ბიუჯეტში თანხა გაქვთ და ვალდებულება გაქვთ!! ძალიან პატარები და ცოდოები არიან" - წერს გრიგოლია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system