თავში

სოსო რობაქიძე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვს

სოსო რობაქიძე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვს
სოსო რობაქიძე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვს

"უნდა გადარჩეს, მთავრობის ხელიდან არ უნდა მოკვდეს, ღმერთი ისედაც დასჯის", – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ განაცხადა.

სოსო რობაქიძე პენიტენციურ დაწესებულებაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვს.

"დანაშაული ხომ აქვს ამდენი ჩადენილი, ჩამოდით მშობლები და დავანახოთ რამდენი ვართ, იმაზე ათჯერ მეტი ვართ ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის" მიტინგზე მიდის ხალხი. რა დღეში იყო ირინა ენუქიძე, დაწვეს და დაფერფლეს. დღეს ყოფილა მიშა სააკაშვილი თურმე ისეთი პოლიტიკოსი, რომ რამე რომ მოუვიდეს საქართველო კი არა მსოფლიო დაიღუპება.

რა წამალი უნდა?! 200 კილო ჩამოვიდა, გამოვა 120 კილო. მე უნდა ვნახო სააკაშვილი და გამოვიტან ნაღდ ამბავს იქიდან, ჭამს, არ ჭამს, სვამს, თუ რა დღეშია. ზუსტად ვიცი, რომ 31 დღე ადამიანი რომ შიმშილობს, ფანჯარაზე ვერ ავა და ხელს ვერავის დაუქნევს. რისი მოშიმშილეა ეგ?! მესამე პირი რომ ჰქონდეს, ყველგან ჩაიყრის საჭმელს. ერთი "ნაციონალი" გამომყვეს, თუ ჰგონიათ, რომ ტყუილს გამოვიტან. პირველი ვიქნები, რომელიც არ მოვაწერ ხელს მიშას სიკვდილზე, რადგან ვიცი, რა არის სიკვდილი და სისხლი. უნდა გადარჩეს, მთავრობის ხელიდან არ უნდა მოკვდეს, ღმერთი ისედაც დასჯის", – განაცხადა სოსო რობაქიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 36-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system