თავში

სოციალური დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სოციალური დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
სოციალური დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სოციალური დაცვის სამინისტრო ნინოწმინდის პანსიონატიდან ბავშვების გაყვანის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი ცნობით, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტო ნინოწმინდის პანსიონატიდან ბავშვების გამოყვანას მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით აგრძელებს.

სამინისტროს ცნობით, 5 ბავშვი უკვე ზრუნვის სხვა ფორმაშია გადაყვანილი. 

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ნინოწმინდის პანსიონიდან ჯამში 11 არასრულწლოვნის გამოყვანა უზრუნველყო, რომელთა შორის 1 შშმ პირია. 

ადგილზე სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების ჯგუფი აგრძელებს მუშაობას.

"ამ ეტაპზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს არასრულწლოვნებისთვის ზრუნვის სხვა ალტერნატიული ფორმები უკვე მოძიებული აქვს. ეს ეხება ბიოლოგიურ ოჯახში ინტეგრაციას, მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდაში განთავსებას", - აცხადებენ სამინისტროში. 

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ნინოწმინდის პანსიონში მუშაობას აგრძელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system