თავში

სოციალური დისტანცირების ზომები უფრო გამკაცრდება

სოციალური დისტანცირების ზომები უფრო გამკაცრდება
სოციალური დისტანცირების ზომები უფრო გამკაცრდება

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული სოციალური დისტანცირების მკაცრი ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, სოციალური დისტანცირება დღეს ვირუსთან ბრძოლის მთავარი ბერკეტია. 

გაბუნიამ უწყებათაშორისი საბჭოს დაწყებამდე განაცხადა, რომ სიტუაცია ამ ეტაპზე სრულად კონტროლირებადია. მისივე განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე საბჭო სამომავლო გეგმებზე იმსჯელებს.

შემთხვევების მატება არის ნელი. უკვე 47 შემთხვევაა. 250-ზე მეტი ადამიანი სამედიცინო მეთვალყურეობას იტარებს იმ კლინიკებში, რომელიც შერჩეულია ამ მიზნებისთვის. 2 000-ზე მეტი ადამიანია კარანტინში, რადგან გუშინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველა მოგზაური, რომელიც საქართველოში შემოვა, კარანტინს ექვემდებარება. ამ თვალსაზრისით მდგომარეობა ძალიან კარგად არის მართული, პაციენტებისა და მოგზაურების ნაკადები გადანაწილდება იმ ადგილებში, რაც ამ მიზნებისთვისაა მობილიზებული“, - განაცხადა გაბუნიამ.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 47 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ერთი გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა.კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system