თავში

სოცმუშაკები ნინოწმინდის პანსიონში დარჩებიან

სოცმუშაკები ნინოწმინდის პანსიონში დარჩებიან
სოცმუშაკები ნინოწმინდის პანსიონში დარჩებიან

ნინოწმინდის პანსიონში სოცმუშაკები დარჩებიან. ისინი შეაფასებენ ყველა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობას და გამოიტანენ დასკვნას, რომელიც საქმის განხილვის პროცესში იქნება გათვალისწინებული. 

ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღეს, როდესაც პანსიონში საპატრიარქოს, სოციალური მუშაკების, პანსიონის ადმინისტრაციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა შედგა. 

"ადგილზე ვრჩებით. გვეძლევა საშუალება, რომ თითოეულ არასრულწლოვანთან ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვიმოქმედოთ“. - განაცხადა ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენელმა. 

დეპუტატი ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ სოციალური მშაკების პანსიონში მუშაობა სტრესულ გარემოებას ჩააცხრობს. 

"ჩვენც ვიქნებით მშვიდად, ბავშვებიც იქნებიან მშვიდად, ადმინისტრაციაც იქნება მშვიდად, როცა ეცოდინებათ, რომ შიგნით არიან კვალიფიციური სპეციალისტები და ბავშვების აღზრდას დააკვირდებიან. დანარჩენი არის შემდეგი ეტაპის გადაწყვეტილება და ეს შემდეგი ეტაპები ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვარდება". - ამბობს ბექა დავითულიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system