თავში

სპორტდარბაზებისა და სპაცენტრების ფუნქციონირება სრულად იზღუდება

სპორტდარბაზებისა და სპაცენტრების ფუნქციონირება სრულად იზღუდება
სპორტდარბაზებისა და სპაცენტრების ფუნქციონირება სრულად იზღუდება

საქართველოში სრულად შეიზღუდება სპორტდარბაზებისა და სხვადასხვა სპა-ცენტრების ფუნქციონირება - აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

„სრულად შეიზღუდება სპორტდარბაზების და სხვადასხვა სახის სპა ცენტრების ფუნქციონირება. მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილებების აღსრულების ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამის უწყებებს დღეს დავავალეთ, რომ გააკონტროლონ, როგორ სრულდება მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. მსგავსი მექანიზმები შეიქმნება თითოეულ სამინისტროში და ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ამ გამოწვევებს ადეკვატურად ვუპასუხოთ“, - განაცხადა გახარიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system