თავში

სროლა ბაგებში - განახლებულია

სროლა ბაგებში - განახლებულია
სროლა ბაგებში - განახლებულია

ამ წუთებში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ბაგებში, ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიასთან არიან მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით ადგილზე სროლის ხმა ისმოდა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ ადგილი ჰქონდა სისხლიან გარჩევას.

არიან დაჭრილები, თუმცა როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე და 236 -ე მუხლებით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system