თავში

სრული მზაობა დავინახე - ომბუდსმენმა პანსიონი დატოვა

სრული მზაობა დავინახე - ომბუდსმენმა პანსიონი დატოვა
სრული მზაობა დავინახე - ომბუდსმენმა პანსიონი დატოვა

სახალხო დამცველმა ნინოწმინდის პანსიონის შენობა დატოვა. ბავშვთა თავშესაფარში ის დაახლოებით 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. 

როგორც მან შენობიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ბავშვებთან შეხვედრებს გააგრძელებს.

"ეს იყო გაცნობითი შეხვედრა ბავშვებთან. როგორც აქამდე ვამბობდი, იყო გარკვეული გაუცხოება ბავშვების მხრიდანაც, გარკვეული ცრუ წარმოდგენები და შიშები. დღეს მთავარი დანიშნულება ბავშვების გაცნობა და მათთან კონტაქტში შესვლა იყო. გაგრძელდება კიდევ ვიზიტები. გავეცანით დოკუმენტაციას და გვაქვს პირველადი რეკომენდაციები. დოკუმენტაცია იქნება პირველ რიგში მოსაწესრიგებელი... სრული მზაობა დავინახე, რომ ყველანაირი რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული", - ამბობს ნინო ლომჯარია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system