თავში

სრულიად საქართველოს მუსლიმთა მუფტმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა

სრულიად საქართველოს მუსლიმთა მუფტმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა
სრულიად საქართველოს მუსლიმთა მუფტმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა

ჩოხატაურის მერიასთან სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტი მივიდა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

მისი განცხადებით, შეთანხმება შედგა, პრობლემა მოგვარებულია და ხვალ სოფელ ბუკნარში პარასკევის ტრადიციული ლოცვა შესრულდება.

"საქართველოში ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლობის ადამიანები და თავიანთი წვლილი შეჰქონდათ ერთიანი, ძლიერი ქვეყნის აღმშენებლობის საკითხში. ეს ასეა დღესაც. ეთნიკური, რელიგიური მრავალფეროვნება არის ჩვენი ისტორიული და კულტურული სიმდიდრე, რომელსაც გაფრთხილება და დაცვა სჭირდება. ძალიან სამწუხაროა, რაც სოფელ ბუკნარში ორი დღის წინ მოხდა. 

ჩვენი მიზანია, ლოცვები გაგრძელდეს და სოფელი ისევ დაუბრუნდეს მშვიდობიან მდგომარეობას. ჩვენ ერთი ქვეყნის ხალხი ვართ, ერთი ერის ხალხი ვართ, ერთი სისხლი ვართ, ერთი ხორცი ვართ. ამიტომ ეს ქვეყანა ყველასია.

ვფიქრობ, გუშინდელი დღის შემდეგ, როდესაც გაიმართა შეხვედრები და ადგილობრივმა ხელისუფლებამაც დაადასტურა, რომ არ იქნებ არანაირი პრობლემა, მხარში გვიდგანან, ლოცვები გაგრძელდება. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სოფელი დაუბრუნდება ძველ, მშვიდობიან დროს," - განაცხადა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტმა, ადამ შანთაძემ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში დაპირისპირება მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის 12 იანვარს გამწვავდა.გუშინ საღამოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის უთანხმოება დასრულდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system