თავში

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო განცხადებას ავრცელებს

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო განცხადებას ავრცელებს
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო განცხადებას ავრცელებს

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო განცხადებას ავრცელებს.

"საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შუამავალი მუჰამმედის (ს.ა.ს.) კარიკატურის გავრცელების პირობა დადო. მისი მხრიდან ამ ნაბიჯმა, რაც შუამავლი მუჰამმედის (ს.ა.ს.) წინააღმდეგ უპატივცემულობის ლეგალიზებას ისახავს მიზნად, როგორც ყველა მუსლიმურ ქვეყანაში, ასევე საქართველოს მუსლიმებშიც უკმაყოფილება და შეშფოთება გამოიწვია.

საქართველოს მუსლიმ სასულიერო პირებს მიგვაჩნია, რომ ისლამისადმი მსგავსი მტრული და უპასუხისმგებლო მიდგომა რელიგიათაშორის ურთიერთობების, ტოლერანტობის დაკნინებისა და ისლამოფობიის წახალისების მიზეზი ხდება. სხვადასხვა რადიკალური ჯგუფების მომიზეზებით, მილიონობით მუსლიმისთვის წმინდა პიროვნების - საყვარელი შუამავლის შეურაცხმყოფელი ქმედებები სრულიად ისლამის მიმდევრების მიმართ შეურაცხყოფა და უპატივცემლობაა. მის მიერ იმის თქმაც, რომ თითქოს „დღეს ისლამი ის რელიგიაა, რომელიც მსოფლიოს ყველა წერტილში კრიზისს განიცდის“, სრულიად უსაფუძვლო, უარგუმენტო ბრალდებად მიგვაჩნია და ვგმობთ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system