თავში

"სრულიად მოულოდნელი იყო, მეგონა, ფრთხილი ვიყავი" - მაგდა ანიკაშვილი

"სრულიად მოულოდნელი იყო, მეგონა, ფრთხილი ვიყავი" - მაგდა ანიკაშვილი
სრულიად მოულოდნელი იყო, მეგონა, ფრთხილი ვიყავი - მაგდა ანიკაშვილი

"სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან მეგონა, რომ ფრთხილი ვიყავი", - ამის შესახებ ჟურნალისტმა, "იმედის ფაქტორის" ერთ-ერთ წამყვანმა, მაგდა ანიკაშვილმა განაცხადა, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა.

"ჩემი მდგომარეობა, შეიძლება, შეფასდეს, როგორც მსუბუქი მიმდინარეობის. ახლა უკეთ ვარ. თავიდან, ასე არ იყო... ყველაფერი ძალიან მაღალი სიცხით, კუნთების, სხეულის ტკივილით დაიწყო და მივხვდი, რომ შეიძლება, ეს COVID-19 ყოფილიყო. ტესტმა ეს დამიდასტურა. სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან მეგონა, რომ ფრთხილი ვიყავი. რა თქმა უნდა, ვცდილობდი, რომ პირბადესთან, ხელის ხშირ დაბანასთან, დისტანციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები შემესრულებინა, მაგრამ მაინც ასე მოხდა. ეს ჩემთვის ნიშანია, რომ არავინ არაა დაზღვეული. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. თავიდანვე ჩავერთე სამედიცინო სისტემაში; ძალიან ყურადღებით, სწრაფად, ოპერატიულად მოქმედებენ. შედარებით მსუბუქი მდგომარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მკურნალობა არ მაქვს დანიშნული. ჯანსაღი კვება და ბევრი სითხე, აუცილებლად - წყალი, ძალიან მნიშვნელოვანია. ფსიქოლოგიურად, ესაა დამთრგუნველი შეგრძნება. მიუხედავად იმისა, რომ ახლა თავს ნორმალურად ვგრძნობ, რეალურად, საქმე მაქვს ძალიან ვერაგ დაავადებასთან, რომელიც არაპროგნოზირებადია და არ იცი, როგორ შეიძლება შემოტრიალდეს ყველაფერი. ვაქცინაციას რაც შეეხება; მე ვიყავი ადამიანი, რომელიც ასაკობრივი ზღვარის მოხსნას ელოდებოდა და იმედი მქონდა, რომ ერთ-ერთი პირველი ვიქნებოდი, ვინც აიცრებოდა. ისე მოხდა, რომ ალბათ, ახლო მომავალში არ მომიწევს", - განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა "იმედის ფაქტორში".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system