თავში

კორონავირუსი ჟურნალისტ თეონა ცხომელიძეს დაუდასტურდა

კორონავირუსი ჟურნალისტ თეონა ცხომელიძეს დაუდასტურდა
კორონავირუსი ჟურნალისტ თეონა ცხომელიძეს დაუდასტურდა

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ში კორონავირუსი ჟურნალისტ თეონა ცხომელიძეს დაუდასტურდა. 

როგორც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა, ყველა იმ თანამშრომელს, რომელსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან, ტესტირება ჩაუტარდება.

,,ჩვენ ასეთი მდგომარეობისთვის, ვირუსის პირველივე ეტაპიდან მზად ვიყავით. შემუშავებული გვაქვს სპეციალური პროტოკოლი, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ასეთ ვითარებაში. პირველ რიგში, რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ მოძიებული იყოს ყველა უშუალო კონტაქტი. მივიღეთ ზომები, რომ ყველა თანამშრომელს, რომელსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა ჩვენს თანამშრომელთან, ჩაუტარდეს ტესტი და ხვალ გვეციოდინება, მის უშუალო კონტაქტებს უფიქსირდებათ თუ არა ვირუსის გადადება", - განაცხადა პაატა სალიამ. 

ცნობისთვის, ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის თანამშრომელს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. 

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1917-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 20 პაციენტი და განკურნებულთა რაოდენობა სულ 1354-ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system