თავში

სტაბილიზაცია შეიმჩნევა, მაგრამ ეს თვითდამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს - გამყრელიძე

სტაბილიზაცია შეიმჩნევა, მაგრამ ეს თვითდამშვიდების
სტაბილიზაცია შეიმჩნევა, მაგრამ ეს თვითდამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს - გამყრელიძე

ინფიცირების მაჩვენებლის მიხედვით, ქვეყანა  სტაბილიზაციისკენ მიდის, თუმცა, ეს არავითარი თვითდამშვიდების საშუალებას და უფლებას არ გვაძლევს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, მოქალაქეები არ უნდა მოდუნდნენ და რეკომენდაციები მკაცრად დაიცვან. 

"მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველა ინდიკატორი, რომელიც ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე მიუთითებს, თანდათან უმჯობესდება. ეს არის ვთქვათ ინციდენტობა, 100 000 მოსახლეზე, ახალი შემთხვევები ბოლო 14 დღისა და ბოლო შვიდი დღის განმავლობაში, სერიოზულად არის გაუმჯობესებული, დაახლოებით ათჯერაა შემცირებული ინციდენტობა ნოემბერ-დეკემბრის პირველი კვირის მონაცემებთან შედარებით. ასევე, შემცირებულია დადებითობის მაჩვენებელი დაახლოებით შვიდ-რვაჯერ.  ყველა ეს ინდიკატორი მიუთითებს, რომ ქვეყანა მიდის სტაბილიზაციისკენ. თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არავითარი თვითდამშვიდების საშუალებას და უფლებას არ გვაძლევს. 829 ახალი შემთხვევა, რომელიც დღეს გვაქვს, ჩვენი პატარა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ვიყოთ. ამიტომ, რეგულაციებთან და რეკომენდაციებთან მიმართებით არავითარი მოდუნება არ უნდა არსებობდეს", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system