თავში

სტიქია აჭარაში - რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა

სტიქია აჭარაში - რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა
სტიქია აჭარაში - რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედეგად ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო გზებზე განვითარდა მეწყრული პროცესები.

 აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დილიდან მობილიზებული დეპარტამენტის 35 ერთეული ტექნიკა ყველა მიმართულებით ახორციელებს გაწმენდით სამუშაოებს.

"ამ დროისათვის მეწყრული პროცესის მოცულობიდან გამომდინარე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე მიმართულებით ნაწილობრივ შეზღუდულია, ხოლო სრულად შეზღუდულია შემდეგი მიმართულებები: ხულოს მუნიციპალიტეტში დიდაჭარა-საციხური-გელაურას, შუახევის მუნიციპალიტეტში ცხემლისი-დარგულას, ჭვანა-ცივაძეები-ქარცივაძეების და კობალთის, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტში მერისი-სიხალიძეების საავტომობილო გზები", - აღნიშნავენ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ შემოვლითი გზებით. დღის ბოლომდე ძირითად მიმართულებებზე აღდგება საავტომობილო მოძრაობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system