თავში

სტიქია იმერეთში - დატბორილია სახლები - PHOTO

სტიქია იმერეთში - დატბორილია სახლები
სტიქია იმერეთში - დატბორილია სახლები - PHOTO

უხვმა ნალექმა იმერეთში პრობლემები შექმნა. რამდენიმე საათიანი გადაუღებელი წვიმის გამო ხარაგაული, სამტრედია და წყალტუბო დაზარალდა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები.

მოსახლეობის თქმით, წყლის ტალღამ გაანადგურა მათი ზამთრის მარაგი, დააზიანა ავეჯი და ტექნიკა, დახოცა შინაური ფრინველები.

წყალტუბოში დაზარალებულები ამბობენ, რომ ეს უხვი ნალექის დროს დატბორვის პირველი შემთხვევა არ არის და მათი სახლების პირველი სართულები თითქმის ყოველი წვიმის დროს იტბორება. ისინი ხელისუფლებას სანიაღვრე სისტემების გაწმენდასა და მოწესრიგებას სთხოვენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system