თავში

სტიქია რაჭაში: 12 სოფელი გარესამყაროს მოწყდა

სტიქია რაჭაში: 12 სოფელი გარესამყაროს მოწყდა
სტიქია რაჭაში: 12 სოფელი გარესამყაროს მოწყდა

რამდენიმესაათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა რიონმა, რომელიც კალაპოტიდან გადმოვიდა, ონის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. 

სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა ინფრასტრუქტურა. ადიდებულმა მდინარემ ათამდე ხიდი წაიღო, ასევე დაზიანებულია საავტომობილო გზა, სახნავ-სათესი მიწები.

რამდენიმე ადგილას ჩარჩენილი მოსახლეობის გამოსაყვანად შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

მდინარემ, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის 3 საყრდენი წაიღო.

ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება უწერას, შოვს, ღებს, გლოლას და მიმდებარე რამდენიმე სოფელს.

პრემიერის დავალებით რაჭაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები გაემგზავრნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system