თავში

Stop Covid აპლიკაციაზე ფრანგული გამოცემა სტატიას აქვეყნებს

Stop Covid აპლიკაციაზე ფრანგული გამოცემა სტატიას აქვეყნებს
Stop Covid აპლიკაციაზე ფრანგული გამოცემა სტატიას აქვეყნებს

საქართველოში მოქმედ ანტიკორონავირუსულ აპლიკაციაზე Stop Covid სტატია არაერთ ფრანგულ გამოცემაში გამოქვეყნდა. მსგავსი ტიპის აპლიკაციებზე ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც საფრანგეთში მსგავსი აპლიკაციის გაშვება დაანონსდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, აპლიკაციის შესახებ გამოცემა Zdnet.fr წერს, რომ ის საქართველოს მოქალაქეებისთვის შეიქმნა ავსტრიული არასამთავრობო ორგანიზაცია Novid20-თან და კომპანია Dolphin Technologies-თან თანამშრომლობით. ის იმავე პრინციპით მუშაობს, როგორც ფრანგული აპლიკაცია იმუშავებს – თითოეულ მომხმარებელს ანიჭებს უნიკალურ იდენთიფიკატორს და ინფორმაციას დაშიფრული სახით, ინახავს მათივე მობილურ ტელეფონში. თუმცა გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ფრანგულისგან განსხვავებით ქართული «Stop Covid» აპლიკაციის მომხმარებლებს შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ, როდის და რა ინფორმაცია გასცენ. ფრანგებისთვის განკუთვნილი აპლიკაცია წესით 11 მაისიდან გახდება ხელმისაწვდომი.

გამოცემა, აპლიკაციასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის განცხადების ნაწილსაც აქვეყნებს. 

 „აპლიკაცია არის ძალიან ზუსტი და მარტივი გამოსაყენებლად, იგი დაგვეხმარება გაცილებით უფრო სწრაფი რეაგირების განხორციელებაში. ჩვენ გვსურს პაციენტების არსებული საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკით უზრუნველყოფა და შესაბამისად დაავადებასთან, ყველა არსებული შესაძლებლობებით, ბრძოლა“ - აღნიშნავს მინისტრი. 

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ინოვაციური აპლიკაცია STOP COVID შეიქმნა, რომლის მიზანი Covid-19-ის ადრეული გამოვლენა და პრევენციაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system