თავში

სწორედ აქ დავიწყეთ ეს დიდი საქმე - გიორგი კეკელიძე

სწორედ აქ დავიწყეთ ეს დიდი საქმე - გიორგი კეკელიძე
სწორედ აქ დავიწყეთ ეს დიდი საქმე - გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში კორნელი გაზდელიანის ისტორიას ჰყვება, რომელიც სვანეთში სოფელ ბავარში მარტო ცხოვრობს.

კეკელიძის თქმით, იანვრის უჩვეულო წვიმების მიუხედავად მაინც შეძლო კალანდას დღესასწაული მასთან ერთად გაეტარებინა.

"დიდი ღამეული თავგადასავლების შემდეგ, ხელედურას ადიდებულ შენაკადებთან და მთისთვის იანვარში უჩვეულო წვიმასთან ბრძოლა ასე დაგვირგვინდა, რომ სვანეთის ულამაზეს სოფელ ბავარში კალანდას მაინც ჩავუსწარით. აქ ,,მთის ამბების" მარტოკაცი, ჩემი ახალი მეგობარი კორნელი გაზდელიანი ცხოვრობს. არც მობილური იჭერს შესაბამისად და ინტერნეტი და ბავარი, როგორც ბატონი კორნელი ამბობს, მეგობრები ვერ არიან. მარტოკაცობა კიდევ იმას ნიშნავს, რომ არც მეზობელია - სოფელში კორნელი ეულად ცხოვრობს. ჰოდა, სწორედ აქ დავიწყეთ ეს დიდი საქმე, რომელსაც მთელი წელია ვგეგმავთ - ეროვნული ბიბლიოთეკა და ,,მთის ამბები" დამეგობრდნენ - მოვივლით სოფლებს და ყველა მარტოქალსა და მარტოკაცს პირად ბიბლიოთეკას მოვუწყობთ. წიგნი იქნება მათი მეგობარი მარტოობასთან ბრძოლაში, სანამ ამ მარტოობას მთისა და სოფლისკენ მიბრუნებული ადამიანები არ გააქარწყლებენ", - წერს კეკელიძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system