თავში

სწორედ ამიტომ მძიმდებიან პაციენტები კოვიდ სასტუმროებში - ირმა კვიცარიძე

სწორედ ამიტომ მძიმდებიან პაციენტები კოვიდ სასტუმროებში - ირმა კვიცარიძე
სწორედ ამიტომ მძიმდებიან პაციენტები კოვიდ სასტუმროებში - ირმა კვიცარიძე

ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ირმა კვიცარიძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებული რეკომენდაციების ჩამონათვალს აქვეყნებს: 

1. კლინიკებში სადაც კოვიდ პაციენტებია მოთავსებული, ექიმ აუდიტორმა (აუდიტორი ექიმი არის დამოუკიდებელი ექსპერტი), შეისავლოს სასწრაფოდ შესაბამისი კლინიკის სტრუქტურა, პროფილი და რესურსი. აუდიტორის განათლება ვისაც აქვს ამ საქმის გაკეთებას ჭირდება მაქსიმუმ 1 საათი.

2. ექიმ აუდიტორმა შესაბამისი კლინიკის კოლეგებტან ერთად სასწრაფოდ განიხოლოს სტაციონარში მოთავსებული პაციენტების ისტორიები, 1 პაცინეტზე განხილვის დრო მაქსიმუმ 30 წუთი!

3. პაციენტები რომლებიც უკვე 8 -10 დღეა კლინიკაში იმყოფებიან და არ აქვთ კოვიდ 19 ის მიმდინარეობის მძიმე ფორმა, უნდა გაეწრონ ბინაზე, მათ უნდა ქონდეთ ხელთ წერილობითი რეკომენდაცია, ნებისმიერი ადამიანისათვის გასაგებ ენაზე დაწერილი. და ვიდრე კომენტარის გარეშე პაციენტს გადავცემთ ამ რეკომენდაციას, მასთან ერთად რეკომენდაციაში გაწერილი ყველა პუნქტი გაიარეთ. ამ რეკომედაციის ბოლოს უნდა იქნეს მითითებული შესაბამისი ოჯახის ექიმის გვარი და დასხელი, ასევე საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

4. ოჯახის ექიმს განუსაზღრეთ საკონტაქტოთ მაქსიმუმ 70 პაციენტი!

5. ვიდრე პაციენტს გაწერთ ბინაზე ოჯახის ექიმი მოუძებნეთ და ოჯახის ექიმსაც მიაწოდეთ სრული ინფორმაცია, პაციენტის ბინაზე გაწერის თარიღო და სათი. რეკომენდაცია რომელსაც მიიღებს პაციენტი უნდა მიეწოდოს ოჯახის ექიმსაც, ასევე ოჯახის ექიმს უნდა გაეგზავნოს პაციენტის შესახებ სრული ინფორმაცია.

6. კლინიკური სექტორის განტვირთვა უნდა მოხდეს რისკების სწორი შეფასებით

7. კოვიდ სასტუმროები არის ფაქტირად მულტიპროფილური კლინიკები, სადაც ხვდებიან ადამიანები სახვადასხვა თანმხლები დაავადებებით. სატუმროს ექიმი ვერ იქნება მულტიპროფილური განათლების. ამიტომ ეს არის დიდი შეცდომა. სწორედ ამიტომ ერთ ერთი გადამწყვეტი მიზეზი თუ რატომ მძიმდებიან პაციენტები კოვიდ სასტუმროებში არის ეს!

8. არავითარი ჩაკეტვა, კოვიდის საწინააღმდეგო 3 ძირითადი იარაღით მოქალაქის უზრუნველყოფა, ნიღაბი, სადეზინფექციო საშუალება და პირობების შექმნა დისტანციის დაცვისათვის.

9. დიახ ავსტრიაში არის სრული ლოკდაუნი. მაგრამ ბევრი სტრუქტურა რაც პირველი ლოკდაუნის დროას არ მუშაობდა განაგრძობს მუშაობას სწორედ ამ 3 იარაღის დაცვით, რაც წინასწარ იქნა მომზადებული. ის ადამიანები და დაწესებულებები რომლებიც ვერ ახეხებენ მუშობას იღებენ ხელფას , დაწესებულებები კი ომ შემოსავლის 80% ს, რაც მათ ქონდათ წინა წლის ნოემბერში. თუ ეს შესაძლებელია მაშინ გაწერილი და დროში განსაზრვრული სრული ლოკდაუნი სწორი ინსტრუქციითი საქართველოში მისზანშეწონილი იქნება. მოქალაქემ უნდა იცოდეს რამდენი ხანი გარძელდება ლოკდაუნი და რა ნაბიჯებით გამოვალთ ამ სიტუაციიდან თანმიმდევრულად. ასევე მოქალაქეს უნდა შეუქმნათ პირობები, რომ დაემორჩილოს ხელისუფლების მითითებებს - წერს კვიცარიძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system